საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს 2:1 სძლია.
გოლების ავტორები ვასილიოს გორდეზიანი და ნოდარ ლომინაძე გახდნენ.
ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა 19 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს.