რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან საუბრისას სასურველი ტრანსფერი დაასახელა - იტალიელ სპეციალისტს გუნდში ლივერპულის მცველის, ტრენტ ალექსანდრ არნოლდის მოყვანა სურს.
"პერესს პირადად ვთხოვე, რომ არნლოდის ტრანსფერზე იმუშავონ და მოლაპარაკებებისას თავი არ დაზოგონ.
ის ძალიან გვჭირდება, რადგან განსხვავებული ფეხბურთელია და მის მსგავს თანამედროვე ფეხბურთში თითქმის ვერ შეხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მომავალო სეზონში ის რეალის მოთამაშე გახდეს", - განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, 26 წლის მცველს ლივერპულთან ამჟამინდელი კონტრაქტი ზაფხულის ბოლომდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის ვერსიით კი 70 მილიონი ევროა.