საქართველოსთვის ოქტომბრის სანაკრებო შესვენება წარუმატებელი გამოდგა - ვილი სანიოლის გუნდი ჯერ პოლონეთში უკრაინასთან დამარცხდა, შემდეგ კი ალბანეთს თბილისში უმასპინძლა და იქაც 0:1 წააგო.
წარუმატებელ სერიას სოციალურ ქსელში ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილიც გამოეხმაურა.
"მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის, უფრო ძლიერები დავბრუნდებით", - წერს ზურიკო.