საქართველოსთვის ოქტომბრის სანაკრებო შესვენება წარუმატებელი გამოდგა - ვილი სანიოლის გუნდი ჯერ პოლონეთში უკრაინასთან დამარცხდა, შემდეგ კი ალბანეთს თბილისში უმასპინძლა და იქაც 0:1 წააგო.
წარუმატებელ სერიას სოციალურ ქსელში ჯვაროსანთა კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილიც გამოეხმაურა.
"ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. შევხვდებით ნოემბერში,უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით!", - წერს გიორგი.