დღეს, 13 ოქტომბერს, ჰელსინკიში, ერთა ლიგის მატჩი ფინეთსა და ინგლისის ნაკრებებს შორის ქართულმა მსაჯთა ბრიგადამ, გიორგი ყრუაშვილის ხელმძღვანელობით განსაჯა.
შეხვედრა სტუმართა გუნდის, ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა, 1:3.
მატჩი ჯარიმების მხრივ მშვიდი გამოდგა, ყრუაშვილს ფეხბურთელებისთვის არცერთი ყვითელი ან წითელი ბარათი არ უჩვენებია და ორივე გუნდი საბოლოო ჯამში 14-ჯერ (7-7)
ქართველი მსაჯის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იყვნენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზიშვილი, VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური მუშაობდა.
ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა 13 ოქტომბერს, ჰელსინკიში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.