საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.
"საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი უკვე სამშობლოშია და ქუთაისში მატჩისთვის ემზადება. მატჩი, 20:00 საათზე დაწიყება, ხოლო სტადიონის კარი, 18:00 საათზე მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. შენგელია არენას სალარო, მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს. შვედეთი ბოლო ტურის მატჩს 14 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს."
- ვკითხულობთ nakrebi.ge-ზე.