საქართველოს ახალგაზრდულმა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიასთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
19 წლანდელთა ქართველების გუნდი მაკედონიელებს მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა და ბურთსაც ფლობდა.
პირველი გოლი მე-16 წუთზე საბა სამუშიამ გაიტანა 11 მეტრიანის ნიშნულიდან.
მომდევნო გოლი მეორე ნახევარში გავიდა, 72-ე წუთზე, როდესაც ალექსანდრე ამისულაშვილმა მაკედონიელი მეკარის შეცდომით ისარგებლად და მისი კარების აღება შეძლო.
პირველი შეხვედრა ამ ნაკრებებს შურის 7 ივნისს გაიმართა და გუნდებმა მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.
ორივე დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იქნა გამართული, რომელიც 13-19 ნოემბერს ჩატარდება.