ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ'ავერსამ გუნდის ქართველ მცველზე საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა და მის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
"საბა გოგლიჩიძე მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, ხოლო ისმაილი დიდი გუნდისთვის უკვე მზადაა", - განაცხადა დ'ავერსამ.
შეგახსენებთ, 20 წლის გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერი ა-ს 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამურად მოედანზე 450 წუთი გაატარა.