ერთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში მარტინ ოდეგორმა ავსტრიასთან მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც 9 სექტმებრის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.
ინგლისური გამოცემების მტკიცებით, არსენალის კაპიტნის აღდგენითი პროცესები გაიწელა, რის გამოც 25 წლის ფეხბურთელი დაბრუნებას მინიმუმ დეკემბრამდე ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მეთოფეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოდეგორმა ვარჯიშები განაახლა, თუმცა, როგორც ჩანს, რეაბილიტაცია ისე ვერ წავიდა, როგორც ელოდნენ.