სექტემბრის თვე ლონდონის ჩელსისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის მშვენიერი გამოვიდა, რაც პრესტიჟული ჯილდოების აღებაზეც აისახა.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარესკა თვის საუკეთესო სპეციალისტი გახდა, კოულ პალმერი კი საუკეთესო ფეხბურთელი.
ჩელსიმ სექტემბრის თვეში შიდა ჩემპიონატის 4 მატჩიდან სამი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. მარესკას გუნდმა გამარჯვებები ბორნმუთთან, ვესთ ჰემთან და ბრაიტონთან მოიპოვა, ფრეს კი კრისტალ პალასთან დასჯერდა.
რაც შეეხება კოულ პალმერს, მან მონაწილეობა ოთხივე შეხვედრაში მიიღო და 5 გოლს + 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.