სახლში უპირატესობა გაანიავეს - იტალიამ და ბელგიამ ფრედ, 2:2 ითამაშეს » სპორტის ხაზი

სახლში უპირატესობა გაანიავეს - იტალიამ და ბელგიამ ფრედ, 2:2 ითამაშეს

სახლში უპირატესობა გაანიავეს - იტალიამ და ბელგიამ ფრედ, 2:2 ითამაშეს
11-10-2024, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა იტალიამ ბელგიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა თამაში მშვენივრად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობა ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოიპოვა, თუმცა წყალგამყოფი ლორენცო პელეგრინის წითელი ბარათი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბელგიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და იტალიაში ქულა მოიპოვეს.

იტალიელთა მხრიდან გოლები კამბიასომ და რეტეგიმ პირველსა და 24-ე წუთზე გაიტანეს. რაც შეეხება ბელგიის ნაკრებს, მათ შემადგენლობაში იტალიის კარი დე კუიპერმა და ტროსარმა 42-ე და 61-ე წუთისთვის აიღეს.

ამ მომენტისთვის სპალეტის იტალია კვლავაც პირველ ადგილზეა. მათ 7 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან საფრანგეთს ერთი ქულით უსწრებენ, ბელგიელებს კი მესამე ადგილი 4 ქულით უჭირავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი