საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა.
პოზნანში მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ჩვენი გუნდის მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.
"სავსე სტადიონზე თამაშს მიჩვეულები ვართ. ბოლო პერიოდში ქართველი გულშემატკივრები გასვლით თამაშებზე მრავლად დადიან და სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. შევეცდებით, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ და ქომაგები სახლში ბედნიერები დავაბრუნოთ.
უკვე მეოთხე წელია პოლონეთში ვთამაშობ, ამ სტადიონზეც ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული. პოლონეთში შევიკრიბეთ და მხოლოდ რამდენიმე საათი დამჭირდა აქ ჩამოსასვლელად. შესაბამისად, თავს ძალიან კარგად ვგრნობ".
- ამბობს ოთარი. (nakrebi.ge)