საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგი უმასპინძლებს.
ცნობილი გახდა სვანაძის გაწვრთნილი გუნდის სასტარტო თერთმეტეული:
ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, ოსიყმაშვილი, ო.მამაგეიშვილი, ლომინაძე, გ.მამაგეიშვილი, ოდიშარია, კვერნაძე.
შეხვედრის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.