ტურის მატჩი - ერთა ლიგაზე იტალია ბელგიას უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

ტურის მატჩი - ერთა ლიგაზე იტალია ბელგიას უმასპინძლებს

ტურის მატჩი - ერთა ლიგაზე იტალია ბელგიას უმასპინძლებს
10-10-2024, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ერთა ლიგაზე დღევანდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი იტალიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ნაკრები ბელგიას უმასპინძლებს.

ლუჩანო სპალეტის იტალიამ ჯგუფური ეტაპი მშვენივრად დაიწყო და სექტემბერში ორივე შეხვედრა მოიგო. იტალიელებმა ჯერ ფრანგები, შემდეგ კი ისრაელი დაამარცხეს და 6 ქულით პირველ ადგილზე არიან.

რაც შეეხება დომენიკო ტედესკოს გუნდს, მათ ამ მომენტისთვის 3 ქულა ისრაელის დამარცხებისთვის აქვთ. პირველ ტურში მოგების შემდეგ ბელგია ჯგუფში საფრანგეთს აუტსაიდერის სტატუსით შეხვდა და როგორც ბოლო წლებში ხდება, იქაც დამარცხდა. ამდენად, ამ მომენტისთვის იტალია ერთპიროვნული ლიდერია, საფრანგეთი და ბელგია 3-3 ქულით არიან, ისრაელს კი ჯერ არცერთი ქულა არ აუღია.

დღევანდელი მატჩის ფავორიტებად იტალიელები მიიჩნევენ. გარდა მასპინძლის ფაქტორისა, იტალია ბელგიას ბოლო სამ შეხვედრაში მუდმივად ამარცხებს. საგულისხმოა, რომ ბელგიელებს იტალიელებთან ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვება ბოლოს შორეულ 1972 წელს აქვთ მოპოვებული!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი