რუსებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვებენ? - უკრაინელები ბოიკოტით იმუქრებიან » სპორტის ხაზი

რუსებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვებენ? - უკრაინელები ბოიკოტით იმუქრებიან

რუსებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვებენ? - უკრაინელები ბოიკოტით იმუქრებიან
16-09-2022, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინელები ძიუდოიში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირებით იმუქრებიან, რომელიც ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. უკრაინელი სპორტსმენები უზბეკეთის დედაქალაქში არ გამოვლენ, თუკი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ტურნირში რუს ძიუდოისტებს დაუშვებს. ამის შესახებ უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ კოშლიაკმა განაცხადა.

"დღეს პირადი წყაროებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ბოლო დღეებში, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ, ისევ განიხილავს რუსების გუნდის დაშვებას ნეიტრალური დროშით, როგორც ეს ულან-ბატორის გრანდ სლემზე მოხდა. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ასეთია IJF-ის საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ შეჯიბრებას ბოიკოტს გამოვუცხადებთ", - წერს კოშლიაკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრიანაში შეჭრისა და იქ ომის გაჩაღების შემდეგ (24 თებერვალს), ივნისის ბოლოს გამართული ულან-ბატორის გრანდ სლემი ძიუდოისტთა პირველი საერთაშორისო ტურნირი აღმოჩნდა, რომელშიც რუსმა სპორტსმენებმა იასპარეზეს - ნეიტრალური სტატუსით. ამას უკრაინელთა პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც ულან-ბატორში გამოსვლაზე უარი თქვეს და IJF-ის ეგიდით გამართული ტურნირების ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი