საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ტაჯიჯეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა:
-81კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, +100კგ წონაში კი საბა ქარდავა ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჩემპიონატიდან დაბრუნებულ დელეგაციას აეროპორტში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის ხელმძღვანელი შოთა ჯავახაძე დახვდნენ.
[/center]