UFC 307-ე ივენთის შემდეგ ორგანიზაციამ მებრძოლთა საერთო რეიტინგი განაახლა, სადაც რომან დოლიძემ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.
საშუალო წონაში რომანი აქამდე მეათე პოზიციას იკავებდა, ახალი მონაცემებით კი ქართველი მებრძოლი მეცხრე ადგილზეა.
ცნობისთვის, დოლიძე მე-9 ადგილს კიდევ ერთ მებრძოლთან, პაულო კოსტასთან ინაწილებს, ჯეკ ჰერმანსონს კი ოფიციალურად გადაასწრო.