"ეს ფეხბურთელი ხვიჩას თავიდან ხელსაც კი უშლიდა" - ნაპოლის მეკარე » სპორტის ხაზი

"ეს ფეხბურთელი ხვიჩას თავიდან ხელსაც კი უშლიდა" - ნაპოლის მეკარე

"ეს ფეხბურთელი ხვიჩას თავიდან ხელსაც კი უშლიდა" - ნაპოლის მეკარე
8-10-2024, 17:41
Aa Aa
გაზიარება:

ანტონიო კონტეს ფორმაციის ნაპოლიზე საკუთარი აზრი კლუბის ყოფილმა მეკარემ, რაფაელე დი ფუსომ გამოთქვა, რომელსაც მიაჩნია, რომ თავდაპირველად ხვიჩა კვარაცხელიას სკოტ მაკტომინეის გამოჩენა თამაშს უზღუდავდა.

ნაპოლიმ ბევრ ასპექტში მოუმატა თამაშს, თუმცა დაცდა ჯერ კიდევ საჭიროა, რადგან გუნდს განვითარების პოტენციალი ისევ აქვს. სხვათა შორის, თავიდან ხვიჩა უფრო შებოჭილი იყო, ვიდრე ახლაა, რადგან ქართველს მაკტომინეის მოქმედებები სივრცეებს უზღუდავდა. მიუხედავად ამისა, მოვდა დრო და ნაპოლი იდეალურ მექანიზმს მიაგნებს, რის შემდეგაც მათთან თამაში ყველასთვის დამღუპველი იქნება.

- თქვა დი ფუსომ.

ნაპოლი რომ სწორ გზას ადგას, ამაზე სერია A-ს ამჟამინდელი ცხრილიც მეტყველებს, რომლის პირველ ადგილსაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 16 ქულით იკავებს, მეორეადგილოსან ინტერს კი 2 ქულით ნაკლები აქვს მოპოვებული.

რაც შეეხება თავად ქართველ ფეხბურთელს, ახალი სეზონის შიდა ჩემპიონატში კვარამ ჯამურად 7 მატჩი ითამაშა, რა დროშიც ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი