მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა ჩაინიშნა - რა ხდება ხვიჩას ახალ კონტრაქტზე » სპორტის ხაზი

მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა ჩაინიშნა - რა ხდება ხვიჩას ახალ კონტრაქტზე

მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა ჩაინიშნა - რა ხდება ხვიჩას ახალ კონტრაქტზე
8-10-2024, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის ახალი კონტრაქტი ბოლო პერიოდის განმავლობაში იტალიაში განხილვის მთავარი თემაა.

როგორც იწერებოდა, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ქართველ შემტევს და იტალიურ გუნდს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ მოლაპარაკებები ამ დრომდე გაიწელა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ოქტომბრის სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი და მამუკა ჯუღელი კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, სადაც საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან.

ადგილობრივი გამოცემების თქმით, მხარეები ფინანსურ ნაწილზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა, სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

ცნობისთვის, ხვიჩას ამჟამინდელი კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი