საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობის და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა.
"გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის.
უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად".
- თქვა ახალგაზრდა ქართველმა.