"უნდა დავამტკიცოთ, რომ ჯგუფის მოგებას ვიმსახურებთ" - ოთარ კაკაბაძის კომენტარი მოახლოვებულ მატჩებზე » სპორტის ხაზი

"უნდა დავამტკიცოთ, რომ ჯგუფის მოგებას ვიმსახურებთ" - ოთარ კაკაბაძის კომენტარი მოახლოვებულ მატჩებზე

"უნდა დავამტკიცოთ, რომ ჯგუფის მოგებას ვიმსახურებთ" - ოთარ კაკაბაძის კომენტარი მოახლოვებულ მატჩებზე
7-10-2024, 23:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობის და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა.

"ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან."


- ამბობს ოთარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი