"ნაპოლი ორი ძვირფასი სამკაულის შესანარჩუნებლად მუშაობს" - La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"ნაპოლი ორი ძვირფასი სამკაულის შესანარჩუნებლად მუშაობს" - La Gazzetta dello Sport

"ნაპოლი ორი ძვირფასი სამკაულის შესანარჩუნებლად მუშაობს" - La Gazzetta dello Sport
18-11-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემა, La Gazzetta dello Sport ნაპოლის სატრანსფერო სიახლეებს ეხმაურება. იტალიური გაზეთი წერს, რომ ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ნაპოლის ორი ძვირფასი სამკაულის, ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმის შენარჩუნებაზე სერიოზულად მუშაობს.

"მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმის ტრანსფერები განხორციელდა, ნაპოლის გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, თუმცა მათი დამოკიდებულება მალევე საპირისპიროდ შეიცვალა. თავდაპირველად, ხვიჩასა და აზიელი მცველის სახელები კოდურ სიტყვებს ჰგავდა, ახლა კი ყველამ ზეპირად იცის. ამჟამად, ნაპოლის სპორტული დირექტორი მონდომებით მუშაობს, რათა ორივე ძვირფასი სამკაული გუნდში დიდი ხნით შეინარჩუნოს." - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027, ხოლო კიმს 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი შანსია, რომ ორივე ფეხბურთელის ხელშეკრულებაში ცვლილებები მალევე ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი