მიუხედავად იმისა, რომ დანიელ კარვახალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ფეხბურთს 8 თვე დააკლდება, რეალმა მასთან კონტრაქტი მაინც განაახლა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების განაპირა მცველი მადრიდის რეალში კიდევ 2 წლით, 2026 წლამდე დარჩება.
დანიელ კარვახალი რეალში 2013 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ესპანელი მცველი ბაიერ ლევერკუზენში თამაშობდა.