UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ქამარს სულ მალე მაქს ჰოლოუეისთან დაიცავს, მის შემდეგ კი ილიას ჩხუბი მახაჩევთან სურს.
ვინ იქნება მაქსის შემდეგ? იყოს მახაჩევი. პირველ რიგში, ახლა ჰოლოუეიზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, რომ ეს დაპირისპირება მალე შედგეს.
მსუბუქ წონაში ერთხელ უკვე ავედი და ახლაც შემიძლია იგივეს გაკეთება. ისლამ მახაჩევი მაგარი მებრძოლია, რომელიც ბევრსაც ლაპარაკობს და ცოტასაც.
- თქვა თოფურიამ.
ცნობისთვის, ილიასა და მაქსის დაპირისპირება 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.