საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ერზურუმში გამართული საერთაშორისო ამხანაგური ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
სანდრო კობახიძის გუნდი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ერთი წლით უფროსებს, თურქმენეთის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, თურქმენეთთან შეხვედრაშიც, ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მე-16-ე წუთზე, გიორგი ლაგვილავას გადაცემა ზუსტად გამოიყენა.
მეორე გოლი გიორგი გორგაძის (73) ანგარიშზეა, რომელმაც ტურნირზე თავისი მესამე გოლის გატანა შეძლო. შეხვედრის მიწურულს (89) თავი ალექსანდრე კუნჭულიამ გამოიჩინა. ორივემ ანდრია ჩხაიძის გადაცემით ისარგებლა, რომელმაც 95-ე წუთზე თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4.
სანდრო კობახიძის გუნდი 2025 წლის შემოდგომაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვის გააგრძელებს მზადებას.