ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა საბა ქარდავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კაძაევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ლუკა ჯავახიშვილი (81კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია. ხვალ, 6 ოქტომბერს ტაჯიკეთში გუნდური შეჯიბრება გაიმართება.