"ამიტომ მივეცით გულიაშვილს შანსი ნაკრებში" - სანიოლი 23 წლის დებიუტანტზე » სპორტის ხაზი

"ამიტომ მივეცით გულიაშვილს შანსი ნაკრებში" - სანიოლი 23 წლის დებიუტანტზე

"ამიტომ მივეცით გულიაშვილს შანსი ნაკრებში" - სანიოლი 23 წლის დებიუტანტზე
5-10-2024, 11:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.

მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა სარაევოს ფორვარდზე და ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირ გიორგი გულიაშვილზეც ისაუბრა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გამოძახება იყო.

"გულიაშვილი საინტერესო ფეხბურთელია. განსხვავებული ტიპის შემტევია. ევროპის ჩემპიონატამდე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, თუმცა კლუბში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გამოძახება დაიმსახურა. ნონიკაშვილის და გოგლიჩიძის მსგავსად, ისეთი ფეხბურთელია, რომელიც იმსახურებს აქ ყოფნას, რათა გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი