არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსი გაიხსნა.
კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე - ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.
შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე, საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.
თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.
კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.