მამარდაშვილი და ვალენსია დღეს ლეგანესს ესტუმრებიან » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი და ვალენსია დღეს ლეგანესს ესტუმრებიან

მამარდაშვილი და ვალენსია დღეს ლეგანესს ესტუმრებიან
4-10-2024, 15:06
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის რიგით მე-9 ტურში ლეგანესს ეწვევა.

სამწუხაროდ, ქართველი მეკარის გუნდი ჩემპიონატს კატასტროფულად იწყებს და შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგა 2-ში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატიც კი არის.

ვალენსიელებს პირველ 8 ტურში მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულა აქვთ მოპოვებული, რომლითაც "ღამურები" ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებენ.

გიორგი მამარდაშვილი ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენეს. მამარდამ კარი მშრალად ამ რვა თამაშიდან 2-ჯერ შეინახა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი