ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "იუვენტუსის" ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, გლეისონ ბრემერმა, უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მეექვსე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა იგი გატით ჩანაცვლა.
როგორც გაირკვა, ბრაზილიელმა მცველმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და უახლოეს მომავალში ოპერაციას ჩაუტარებენ, რის გამოც მიმდინარე სეზონს სრულად გამოტოვებს.