"იგი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესოა" - ესპანურმა პრესამ მამარდაშვილი შეაქო » სპორტის ხაზი

"იგი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესოა" - ესპანურმა პრესამ მამარდაშვილი შეაქო

"იგი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესოა" - ესპანურმა პრესამ მამარდაშვილი შეაქო
18-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა, სადაც მის დადებით თვისებებზე და პროდუქტიულობაზე ისაუბრა.

"გიორგი მამარდაშვილს საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო ეტაპი უდგას. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მისი ცხოვრება პოზიტიურად შეიცვალა და ვალენსიას შეუძლია, მისი ტრანსფერის გამო, ბედნიერი იყოს. თუ მის თამაშებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

არის ასპეტქტები, რომლებშიც გიორგის მოსამატებელი აქვს, მაგრამ ვალენსიასთვის ის უკვე სიცოცხლის დაზღვევას წარმოადგენს. იგი პოზიციას გამოსვლებზე კარგად არჩევს, ხელს მისი გაბარიტებიც უწყობს, რომელსაც კარგად იყენებს. მამარდაშვილმა თავიდანვე დაგვანახა, რომ ხელებში ძალა აქვს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მისი მთავარი სისუსტე ფეხით თამაშია. მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, მოწინააღმდეგეს გოლის გატანის შანსები შეუქმნა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მას პენალტების მოგერიება არ გამოსდის. ეს ყველაფერი ესპანეთის თასზე და სხვა მატჩებშიც გამოჩნდა. ახლა არაა დრო, მამარდაშვილის გასხვისებაზე ვისაუბროთ, რადგან იგი კლუბის საკვანძო ფიგურა და მთავარი ძალაა. " - ვკითხულობთ სტატიაში.


შეგახსნებთ იმასაც, რომ გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 25 მილიონი ევროა. ქართველი 'ვალენიასში' ამ შედეგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხუბრთელია. პირველ ადგილს გუნდის კაპიტანი, ხოსე გაია იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი