"ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა" - გულიაშვილის პირველი კომენტარი ნაკრებში გამოძახების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა" - გულიაშვილის პირველი კომენტარი ნაკრებში გამოძახების შემდეგ

"ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა" - გულიაშვილის პირველი კომენტარი ნაკრებში გამოძახების შემდეგ
3-10-2024, 14:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, სარაევოს ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.

"უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს ნაკრებში გამოძახება", - განუცხადა ფეხბურთელმა ნაკრების პრესსამსახურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი