"ხვიჩამ ასე მოქცევა უნდა შეწყვიტოს" - კონტემ ქართველი შემტევი გააფრთხილა » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ ასე მოქცევა უნდა შეწყვიტოს" - კონტემ ქართველი შემტევი გააფრთხილა

"ხვიჩამ ასე მოქცევა უნდა შეწყვიტოს" - კონტემ ქართველი შემტევი გააფრთხილა
2-10-2024, 18:13
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-6 ტური ხვიჩა კვარაცხელიასთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა მონცას კარი აიღო და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა მატჩის ბოლოსკენ უსიამოვნო ინციდენტი მაინც დაფიქსირდა.

საქმე კვარაცხელიას ნაადრევ ცვლილებას ეხება. კონტემ გადაწყვიტა, რომ ხვიჩა მოედნიდან 75-ე წუთისთვის გაეყვანა, რადგან ქართველს ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და მსაჯებთანაც ემოციურად კამათობდა, რის გამოც კვარამ სიბრაზე და გაღიზიანება ადგილზევე ღიად გამოხატა.

რატომ გავიყვანე კვარაცხელია? ის აქტიურად იყო თამაშში ჩართული, ბარათიც ჰქონდა მიღებული და არბიტრთან ბევრს საუბრობდა, ჩვენ კი გვსურს, რომ თამაში 11 ფეხბურთელით დავასრულოთ და არა 10-ით. კარგია, რომ თამაშში ჩართულია, ოღონდ მჭირდება, რომ მშვიდად იყოს და საკუთარი თავი მეტად აკონტროლოს.

- თქვა კონტემ ქართველ ფეხბურთელზე.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს პირველ 6 ტურში უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი