UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს 2025 წელს ქამრის დაცვა მოუწევს და უახლოეს პერიოდში მომდევნო მეტოქის ვინაობაც უნდა დასახელდეს.
დვალიშვილთან ბრძოლის ყველაზე კარგი ვარიანტები უმარ ნურმაგომედოვს და ფიგერედოს აქვთ, რომელთაგანაც მერაბის სასურველი მეტოქე ბრაზილიელია, თუმცა ქართველი მანქანა არცერთთან ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ, მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში უმარს მატყუარა უწოდა და განაცხადა, რომ მის მიმართ პატივისცემა დაკარგა, რაზეც ახლახანს ნურმაგომედოვმაც უპასუხა.
"პრეისტორიული პერიოდიდან დღემდე, არავის ადარდებს ლაჩართა პატივისცემა", - განაცხადა უმარმა.