რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ RCM Sport-ს მისცა ინტერვიუ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
სანიოლის თქმით, მან ხვიჩას ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ის არაერთ კლუბს შესთავაზა, თუმცა მათგან მხოლოდ დამცინავი დამოკიდებულება მიიღო - როგორც ჩანს, ფრანგებს არ სჯეროდათ, რომ კვარაცხელია მაღალი დონის მოთამაშე იყო.
"ხვიჩას წარმომავლობას აგდებულად უყურებდნენ... ისიც კი შემომთავაზეს მისთვის ლათინური მეტსახელი შემერჩია, რათა უკეთ წარმედგინა. ერთ-ერთის მათგანის ნათქვამი ახლაც მახსოვს - "კვარაცხელია რომ ჩემს პრეზიდენტს შევთავაზო, სამსახურიდან გამაგდებსო.", - განაცხადა სანიოლიმ.