მას შემდეგ რაც მათ ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, უკრაინის ეროვნული ნაკრები საშინაო შეხვედრებს ძირითადად პოლონეთში მართავს და წესით, ჩვენს მომდევნო მეტოქეზე ეს ყოველივე უარყოფით გავლენას უნდა ახდენდეს, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს მეტყველებს.
მაგალითისთვის, უკრაინას ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან (უკრაინასა და მახლობელ ქვეყნებში მასპინძლობით) მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული, ისიც უკანასკნელი მატჩი ალბანეთთან, რომელმაც გასვლაზე 1:2 იმარჯვა.
ამ 12 შეხვედრის განმავლობაში უკრაინამ ისეთ ნაკრებებს უმასპინძლა და არ წააგო, როგორებიცაა საფრანგეთი, ინგლისი, იტალია და სხვა.
სხვათა შორის, უკრაინა ჩვენთვის ჯერ კიდევ დაუმარცხებელ ნაკრებად რჩება. მათ ისტორიაში ჯამურად 9-ჯერ ვეთამაშეთ, საიდანაც 6-ჯერ დავმარცხდით, სამჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
აქვე გეტყვით, რომ უკრაინა საქართველოს 11 ოქტომბერს მიიღებს.