სანაკრებო პაუზის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ირკვევა თუ სად გაიმართება უკრაინა-საქართველოს მატჩი - მოგეხსენებათ, უკრაინაში საომარი სიტუაციის გამო, ნაკრებში სამშობლოში საშინაო მატჩებს ვერ ატარებს.
ვილი სანიოლის და რებროვის შეგირდები ერთმანეთს პოლონეთში, ENEA Stadion-ზე დაუპირისპირდებიან - ინფორმაციას ამის თაობაზე უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, ზემოთხსენებული შეხვედრა 11 ოქტომბრეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი ნაკრები უკრაინის, ჩეხეთის და ალბანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.