ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მორიგი ტურის შეხვედრაში "მონცა" 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში მეორე გოლი სწორედ ქართველი შემტევის ანგარიშზეა, რომლისთვისაც აღნიშნული მატჩი გარდა გატანილი გოლისა, ერთი საინტერესო მიზეზითაც გახდა გამორჩეული.
იტალიელმა ფანებმა კვარას "პერსონალური მესიჯი" გამოუგზავნეს პირდაპირ ტრიბუნებიდან ქართულ ენაზე, სადაც წერია - "კვარა შეგიძლია მაისური მომაწოდო?"