როგორც ესპანური პრესა იუწყება, კილიან მბაპეს დაზიანება არ აღმოჩნდა ისეთი სერიოზული, როგორსაც თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
მბაპე ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს, სადაც მისი მდგომარეობა შეფასდება და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა ის "ლილთან" 2 ოქტომბერს.
საბოლოო პასუხს ხვალინდელი გამოკვლევიდან გავიგებთ.
საფრანგეთის ნაკრების შემტევმა ტრავმა "ალავესთან" ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში მიიღო და თავდაპირველი ვარაუდით 3 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა როგორც ვხედავთ მადრიდელებისთვის ყველაფერი უფრო უკეთესად წარიმართა.