საბა გოგლიჩიძე იტალიის სერი ა-ში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. 20 წლის მცველის პროგრესზე ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დავერსამაც ისაუბრა.
"როცა გუნდში მოვედი, საბა გოგლიჩიძე იტალიურად ვერ საუბრობდა. ენის განვითარების პარალელურად, მან თამაშზე და ვარჯიშებზეც ძალიან მოუმატა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - განაცხადა დავერსამ.
ცნობისთვის, საბას სატრანსფერო ღირებულება გერმანული Transfermarkt-ის ინფორმაციით 300 000 ევროა რაც უახლოეს პერიოდში შეიცვლება.