საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და პოლონური კრაკოვიას მცველის, ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.
გერმანული Transfermarkt-ის ინფორმაცით, 29 წლის ფეხბურთელი ამჟამად 1.5 მილიონი ევრო ღირს, მანამდე კი მისი ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენდა.
ცნობისთვის, ოთარი კრაკოვიას კაპიტანია და ახალ სეზონში შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში თავი 1 გოლითაც გამოიჩინა.