UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში დაბრუნებულმა მერაბმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის დანა უაითთან მომხდარი მცირე ინციდენტიც გაიხსენა.
"თავისუფალი ადამიანი ვარ და ვიქცევი ისე, როგორც მინდა. ომალისთან ბრძოლამდე ვარჯიშზე წარბი გამისკდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბრძოლამდე სრულად მომირჩებოდა, ამიტომაც დავპოსტე ეგ ვიდეო სოციალურ ქსელში.
დიდი არაფერი იყო, მაგრამ დანა უაითის შიშებისაც მესმის - ბრძოლის კვირას რომ მომხდარიყო ეს ამბავი, რა თქმა უნდა ვიდეოსაც არ დადვებდი", - განაცხადა მერაბმა.