როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს მთავრობა UFC-ის ქართველ ჩემპიონებს წახალისების მიზნით, მილიონ ლარს გადასცემს საჩუქრად.
აღნიშნულ ფაქტს მალევე გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილიც, რომელიც სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.
"სახელმწიფოსგან მიღებულ 1 მილიონ ლარს, სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, საქართველოში MMA-სა და სპორტის განვითარებას", - აცხადებს მერაბი.