იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მონცას 2:0 მოუგო.
მატჩის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან კონტემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
გულშემატკივრებს ოცნების საშუალება უნდა მივცეთ, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და წინა სეზონის ინტერს 40 ქულით ჩამოვრჩებით. კარგი ისაა, რომ ჩემი გუნდი ბევრ ასპექტში განვითარდა, მაგრამ შესაცვლელი ბევრი რამ არის. ვიცი, რომ ჩემზე დიდი მოლოდინები იყო, ეს მესმის. ჩემპიონატის მოგების გამოცდილება მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ.
- ანტონიო კონტე.
ნაპოლი სერია A-ს 13 ქულით ლიდერობს.