იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მონცას 2:0 მოუგო.
ქართველი შემტევი ძირითადში იმყოფებოდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა, რა დროშიც კვარამ გოლის გატანაც მოასწრო.
საბოლოო შეფასების სახით ხვიჩას 7.8 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რომლითაც კვარაცხელია მხოლოდ მატეო პოლიტანოს ჩამორჩა (8.0).
ცნობისთვის, ქართველს სერია A-ში უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.