UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოფრინდა და ჟურნალისტებმა მებრძოლს კითხვები აეროპორტშივე დაუსვეს.
კითხვას თუ სად აპირებს ილია თოფურიასთვის გულშემატკივრობას, მერაბ დვალიშვილმა ასეთი პასუხი გასცა.
იქ ვიქნები, აბუ დაბიში ვიქნები, პირველ რიგში ვიჯდები და ბოლო ხმაზე ვიღრიალებ ილია თოფურიას გასამხნევებლად.
- თქვა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ქამარს თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. აღნიშნული ბრძოლა 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული.