ლა ლიგის რიგით მერვე ტურში ჰანსი ფლიკის ბარსელონა პამპლონაში ოსასუნას ეწვევა და მორიგი ქულების დაგროვებას შეეცდება.
გერმანელი სპეციალისტის გუნდი ერთადერთია, რომელსაც პრიმერაში ქულა ჯერ არ დაუკარგავს და ლოგიკურია, რომ ბარსა პამპლონაშიც ფავორიტის სტატუსით ჩადის.
თავის მხრივ, არც თუ ცუდ ფორმაშია ოსასუნა, რომელიც გათამაშების ცხრილის მეშვიდე პოზიციას მოპოვებული 11 ქულით იკავებს.
ბარსას სავარაუდო XI:
პენია, კუნდე, კუბარსი, ინიგო, ბალდე, ერიკ გარსია, პედრი, იამალი, ტორე, ლევანდოვსკი, რაფინია.