სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინისიუს ჟუნიორისთვის რასისტული შეურაცხყოფის მიყენების გამო მალიორკას გულშემატკივარი მკაცრად დასაჯეს.
როგორც ესპანურ მედიაში იწერება, მადრიდის რეალის ფეხბურთელზე მსგავსად მიმართვისთვის მალიორკელი 1 წლით ციხეში გაუშვეს.
ფაბრიციო რომანო ამ ინფორმაციას განავრცობს და წერს, რომ მალიორკას გულშემატკივარმა ანალოგიური შეურაცხყოფა სამუ ჩუკვუეზესაც მიაყენა და სავარაუდოდ, მას განაჩენი საერთო სურათის გათვალისწინებით გამოუტანეს.
ცნობისთვის, ვინისიუს ჟუნიორი უკვე დიდი ხანია აპორტესტებს მის მიმართ რასისტულ დამოკიდებულებას და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრაზილიელისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი დაისაჯა.