რეალ მადრიდის სუპერვარსკვლავს კილიან მბაპეს კრიშტიანო რონალდოზე და ლიონელ მესიზე ჰკითხეს, თუ რომელს დააყენებდა სასტარტო შემადგენლობაში გუნდში ორივეს ყოფნის შემთხვევაში.
24 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ორივეს და თვითონ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებდა.
"თუ ჩემს გუნდში კრიშტიანუსა და მესის შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, მე თვითონ სათადარიგო სკამზე დავჯდებოდი, რათა ორივეს ეთამაშა", - განაცხადა მბაპემ.
ცნობისთვის, ფრანგმა შემტევმა რეალის მაისურით ჯამში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.