მათეუსი: "ოქროს ბურთს ეს ფეხბურთელი იმსახურებს და არა ვინისიუსი" » სპორტის ხაზი

მათეუსი: "ოქროს ბურთს ეს ფეხბურთელი იმსახურებს და არა ვინისიუსი"

მათეუსი: "ოქროს ბურთს ეს ფეხბურთელი იმსახურებს და არა ვინისიუსი"
26-09-2024, 12:34
Aa Aa
გაზიარება:

რეალ მადრიდის ბრაზილიელ შემტევს, ვინისიუს ჟუნიორს უკვე შეატყობინეს, რომ ოქროს ბურთს მიიღებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინისიუსი ამ ჯილდოს არ იმსახურებს.

"ვინისიუსის ოქროს ბურთი? - პირველი, ვისაც ეს ჯილდო ეკუთვნის, როდრია, მეორე ადგილს ბელინგემი იკავებს, ბრაზილიელი კი მესამეა", - განაცხადა მათეუსმა.

შეგახსენებთ, 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი 28 ოქტომბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი